ინფექციური

გერმანული ჰოსპიტალის ინფექციური დაავადებების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ ამბულატორიულ და სტაციონარულ საკონსულტაციო მომსახურეობას, როგორც პედიატრიულ, ისევე  მოზრდილ პაციენტთათვის. ინფექციური დაავადებათა სპექტრი მოიცავს ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებების ძალზედ ფართო სპექტრს. 

 

ჩვენი მაღალპროფესიონალი სპეციალისტები დახმარებას გაგიწევენ სწორი და დროული დიაგნოზის დასასმელად და მოგაწვდიან თანამედროვე, ეფექტურ, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობას. ჩვენს საავადმყოფოში ინფექციური სპექტრის ლაბორატორიული კვლევები ტარდება როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთ არსებული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების მეშვეობით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. 

გერმანული ჰოსპიტალი