გერმანული ჰოსპიტალი

,,გერმანული ჰოსპიტალი’’ - მრავალპროფილური კლინიკა, სადაც მომსახურებას გაგიწევენ უმაღლესი რანგის გერმანელი და ქართველი სპეციალისტები. პოსპიტალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრითა და თანამედროვე სტანდარტების აპარატებით. გერმანული ჰოსპიტალი არის ახალი სიტყვა სამედიცინო სფეროში, სადაც შესაძლებელია გერმანული ხარისხის მომსახურების მიღება, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ანალიზების გაგზავნა გერმანიაში, ასევე ტომოგრაფიისა და რენტგენის სურათების გაშიფვრა გერმანელი პროფესორების მიერ.

ჰოსპიტალი განთავსებულია თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე, რაც მაქსიმალურად აადვილებს გადაუდებელი შემთხვევების დროს კლინიკამდე მისვლას. ჰოპიტალი 8 სართულიანია, გათვლილია 120 საწოლზე და სამედიცინო დახმარებას გაუწევს როგორც მოზრდილებს, ასევე პატარებს.

გერმანული ჰოსპიტალი სთავაზობს პაციენტებს განსხვავებულ, თანამედროვე კონცეფციას: კვალიფიციური გერმანული ხარისხის სამედიცინო დახმარება საუკეთესო მომსახურებასთან ერთად. ჰოსპიტალში მოხვედრისას პაციენტი თავს არ გრძნობს როგოც საავადმყოფოში. ჰოსპიტალში მომართვისას თითოეულ პაციენტს ხვდება კლინიკის თანამშრომელი, რომელიც მის გვერდითაა კონსულტაციების და გამოკვლევების სრულ დასრულებამდე. თანამშრომელი აღჭურვილია ანდროიდის ტიპის პლანშეტით, რომელიც სრულ ინფორმაციას იძლევა პაციენტზე. კლინიკაში ფუნქციონირებს პალატები, რომელიც აღჭურვილია სველი წერტილებითა და საშხაპეებით. პაციენტებს აქვთ კვება, რომელიც შედის სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში. 



 

პედიატრიული განყოფილების უმეტესი პალატა ერთსაწოლიანია, რათა თავიდან ავიცილოთ კლინიკის შიგნით ინფექციის გადატანა და პატარა ბავშვმა და მისმა მშობელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნოს. კლინიკაში არის კაფეტერია, სადაც პაციენტის თანმხლებს შეუძლია დაისვენოს და მიირთვას საკვები.

 

გერმანული ჰოსპიტალის მიზანია შეამციროს იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ საზღვარგარეთ და გაუწიოს მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება თბილისში ქართველ და გერმანელ ექიმებთან ერთად. კლინიკას დაგეგმილი აქვს გახდეს ამიერკავკასიაში საუკეთესო რეგიონალური ჰოსპიტალი და მოემსახუროს აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებსაც.

კლინიკა ჩართულია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ასევე არის კერძო სადაზღვეო კომპანიების პირველი რიგის პროვაიდერი.


გერმანული ჰოსპიტალი