გერმანული ჰოსპიტალის ჰემატოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სისხლის სისტემის დაავადებების და სოლიდური სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დეპარტამენტის ამბულატორიულ და სტაციონარულ განყოფილებებში ჰოსპიტალის სხვა სტრუქტურებთან კოოპერირების შედეგად უზრუნველყოფილია ჰემატოლოგიური და ონკოლოგიური პაციენტებისთვის შემდეგი აუცილებელი კვლევები:
პერიფერიული სისხლის საერთო ანალიზი
ძვლის ტვინის ციტოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური შესწავლა
სიმსივნური ონკომარკერების განსაზღვრა
ბიოქიმიური ლაბორატორიული კვლევები
შემადედებელი სისტემის შესწავლა
ქსოვილების ციტოლოგიური მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური შესწავლა
პერიფერიული ლიმფური კვანძების და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
კომპიუტერული ტომოგრაფია
გემატოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტში ხდება შემდეგი დავალებების მკურნალობა
ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომები
მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები
პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზები
ჰემოსტაზის სისტემის დარღვევით მიმდინარე თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები, თრომბოზები და გემორაგიული დიატეზები
დეფიციტური ანემიები (რკინადეფიციტური, ვიტამინ B-12, ფოლიუმდეფიციტური)
თანდაყოლილი და შეძენილი ჰემოლიზური ანემიები
გინეკოლოგიური, უროლოგიური, მუცლის ღრუს ორგანოების, სასუნთქი სისტემის, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების და ძუძუს კიბოს მკურნალობა.
ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით დანერგილია საყოველთაოდ აღიარებული ქიმიოთერაპიული, იმუნოთერაპიული და ტრანსფუზიული მკურნალობის მეთოდები.