ბავშვთა რეანიმაცია

ბავშვთა ინტენსიური თერაპია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალით.

 

განყოფილებაში შექმნილია ყველა პირობა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მკურნალობისთვის.

 

ჩვენი მიზანია: დავეხმაროთ პაციენტებს მკურნალობის თანამედროვე პრინციპებით და შევუქმნათ მათ მაქსიმალურად კომფორტული მდგომარეობა.

 

ამ მიზნით, კლინიკის ადმინისტრაციასთან ერთად, გადავწყვიტეთ არ დავაშოროთ ერთმანეთს ავადმყოფი და მისი მშობელი და მივეცით ბავშვთან შეუზღუდავი დროით ყოფნის შესაძლებლობა, რათა პატარებს ავაცილოთ  უცხო გარემოთი და სამედიცინო პერსონალით გამოწვეული შიშის ფაქტორი. დარწმუნებულები, ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება მშობლებსაც დაეხმარება გადალახოს შვილის ავადმყოფობით გამოწვეული მძიმე ემოციური სტრესი.

 

ჩვენთვის ყველა ბავშვი ძვირფასია! ჩვენ გვესმის ყველა მშობლის! ჩვენ თქვენთან ვართ!

გერმანული ჰოსპიტალი