გერმანულ ჰოსპიტალში განსაკუთრებით განვითარებულია ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულება,როგორც მოზრდილთა ისე ბავშვთა ასაკში და ამ საქმეს ემსახურება მაღალკვალიფიციური ტრავმატოლოგ-ორთოპედთა გუნდი,მედიცინის დოქტორის ხემძღვანელობით.
ჰოსპიტალში სრულდება პრაქტიკულად ყველა სპექტრის ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები და ამბულატორიული მაციპულაციები.პაციენტს შეუძლია მიიღოს როგორც გადაუდებელი ისე გეგმიური მომსახურეობა 24 საათის განმავლობაში.
ჰოსპიტალის ტრავმატოლოგ-ორთოპედთა გუნდი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში და ზრუნავს კვალიფიციის ამაღლებაზე.
გერმანულ ჰოსპიტალში მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზებითა და ულტრათამანედროვე ელექტროოპტიკური გარდამქმნელის მეშვეობით შესაძლებელია მაღალი სირთულის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური ოპერაციული და ამბულატორიული მანიპულაციის ჩატარება.
მათ შორის:
ძვალკუნთოვანი პათოლოგიების შედეგად წარმოქმნილი ორთოპედიული და ტრავმით განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობის ოპერაციული მკურნალობა.
მსხვილი ლულოვანი ძვლების ძვალზედა ,ინტრამედულარუი და ექსტრამედულარული ოსტეოსინთეზი.
ძვლების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციის ოპერაციული მკურნალობა.
მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრების პირველადი იმპლანტირება.
მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრების სარევიზიო იმპლანტირება.
პოსტტრავმული და შეუხორცებელი მოტეხილობები და ძვლოვანი დეფექტის ოპერაციული მკურნალობა ოსტეოპლასტიკით და აუტო თუ ალოტრანსპლანტაციით
მოზრდილთა ორთოპედიული ოპერაციები ტარდება თანამედროვე მედიცინის მეთოდენით,ტიტანის ელასტიური ღეროების გამოყენებით,რაც გულისხმოს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას.