გერმანულ ჰოსპიტალის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მზად არის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს გაუწიოს დახმარება 24 საათის განმავლობაში. განყოფილება ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გადაუდებელი მდგომარეობები:
გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური, სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები,
მწვავე რესპირატორული დარღვევები,
ინტოქსიკაცია და სხვა.
პაციენტებს ვთავაზობთ კრიტიკული მედიცინის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს.
კრიტიკული მედიცინის ჯგუფი შედგება რეანიმატოლოგებისგან და ექთნებისგან. თითოეული წარმოადგენს თავის დარგში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს და ერთობლივად ქმნიან პაციენტის გამოჯანმრთელებისათვის საუკეთესო პირობებს