ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგში მოღვაწე გამოცდილი და ერუდირებული მედპერსონალით.
ექიმების უმეტესი ნაწილი მოღვაწეობდა ან სტაჟირებას გადიოდა მსოფლიოს მოწინავე კლინიკებში.
დეპარტმენტი მუშაობს გუნდური პრინციპით. მკურნალობა წარმოებს თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით. პრიორიტეტს წარმოადგენს პაციენტის უსაფრთხოება და მკურნალობის მაღალი ხარისხი. დანერგილია უწყვეტი განათლების სასწავლო, სატრენინგო პროგრამები. სამკურნალო და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულია დეპარტამენტის საშუალო მედპერსონალი.
დეპარტამენტი აღჭურვილია ლიდერი ბრენდების წარმოებული თანამედროვე აპარატურით, რომლის არასრულ ნუსხას წარმოადგენს:
საანესთეზიო მანქანები;
ICU ვენტილატორები;
მულტიფუნქციური მონიტორები;
სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციის ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემები;
სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და პაციენტის სატრანსპორტო საშუალებები.
თანამშრომლობა და კონსულტაციები წარმოებს ევროპელ კოლეგებთან, რომელთა ჩართულობითაც ხორციელდება ყველა არაორდინარული, რთული კლინიკური შემთხვევის შეფასება და მართვა.
მკურნალობა უტარდება პაციენტების სრულ ასაკობრივ სპექტრს.