ქირურგია

გერმანული ჰოსპიტალის ქირურგიულ დეპარტამენტში წარმოდგენილია მრავალი ქირურგიული მიმართულება. დეპარტამენტის პერსონალს, როგორც ექიმებს ასევე ექთნებს განათლება და გამოცდილება მიღებული აქვთ საქართველოსა და ევროპის საუკეთესო სამედიცინო ცენტრებში. 

 

პაციენტების მართვა წარმოებს მუდმივად განახლებადი საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით პარტნიორი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.


თანამედროვედ აღჭურვილ საოპერაციოებში სრულდება მრავალი სახის ქირურგიული ჩარევები, მათ შორის განსაკუთრებულად რთული და მასშტაბური ოპერაციები. ოპერაციების უმრავლესობა სრულდება თანამედროვე მცირეინვაზიური ლაპაროსკოპიული მეთოდით როგორც არაონკოლოგიური, ასევე ონკოლოგიური დაავადებების დროს.

ქირურგიული სპექტრი:

 

  • საყლაპავის და კუჭის არაონკოლოგიური და ონკოლოგიური ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და ღია ოპერაციები, მათ შორის აღდგენით-რეკონსტრუქციული

  •  ღვიძლის, სანაღვლე გზების და კუჭუკანა ჯირკვლის არაონკოლოგიური და ონკოლოგიური ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და ღია ოპერაციები, მათ შორის აღდგენით-რეკონსტრუქციული

  •   წვრილი,მსხვილი და სწორი ნაწლავის არაონკოლოგიური და ონკოლოგიური ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და ღია ოპერაციები, მათ შორის აღდგენით-რეკონსტრუქციული

  •  ელენთის  ლაპაროსკოპიული და ღია ოპერაციები

  •   მუცლის წინა კედლის და დიაფრაგმის ლაპაროსკოპიული და ღია ოპერაციები, მათ შორის აღდგენით- რეკონსტრუქციული იმპლანტების გამოყენებით

  • თავ-კისრის და რბილი ქსოვილების არაონკოლოგიური და ონკოლოგიური, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები.

  • ფარისებრი ჯირკვლის  არაონკოლოგიური და ონკოლოგიური ოპერაციები

  •  ყბა-სახის არაონკოლოგიური და ონკოლოგიური, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები იმპლანტების გამოყენებით

  • ყელ-ყურ-ცხვირის  ენდოსკოპიური და ღია, არაონკოლოგიური და ონკოლოგიური, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები

  • სისხლძარღვთა, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები პროტეზირებით

  • გულმკერდის და შუასაყრის თორაკოსკოპიური და ღია, არაონკოლოგიური და ონკოლოგიური, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები

  • უროლოგიური ლაპაროსკოპიული და ღია, არაონკოლოგიური და ონკოლოგიური, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები

  • ტრავმა-ორთოპედიული ართროსკოპიული და ღია, არაონკოლოგიური და ონკოლოგიური, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები იმპლანტების გამოყენებით

  •  მტევნისა და ტერფის არაონკოლოგიური და ონკოლოგიური, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები იმპლანტების გამოყენებით

  • ნეიროქირურგიული არაონკოლოგიური და ონკოლოგიური, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები

  • გინეკოლოგიური ლაპაროსკოპიული და ღია არაონკოლოგიური და ონკოლოგიური, მათ შორის აღდგენით -რეკონსტრუქციული ოპერაციები

  • ენდოსკოპიური:  გასტრო-დუოდენოსკოპიული, კოლონოსკოპიული, ბრონქოსკოპიული არაონკოლოგიური და ონკოლოგიური ოპერაციები

  • მცირეინვაზიური ენდოვასკულარული ჩარევები

  • ბარიატრიული (სიმსუქნის) და მეტაბოლური ოპერაციები

 

გადაუდებელი ქირურგიული დახმარება პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

გერმანული ჰოსპიტალი