გერმანული ჰოსპიტალის კარდიოლოგიის დეპარტამენტი ატარებს ყველა სახის დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს და არაქირურგიულ მკურნალობას გულის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის. აქ ხდება პაციენტების მკურნალობა შემდეგი ნოზოლოგიებით:
1. მიოკარდიუმის ინფარქტი; (გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა)
2. სტენოკარდია;
3. არტერიული ჰიპერტენზია;
4. გულის რითმის მოშლა;
5. გულის მანკები;
6. მიოკარდიტი;
7. პერიკარდიტი, და გულის სხვა დაავადებები.
კლინიკაში ტარდება სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები:
1. ექოკარდიოგრაფიული კვლევა
2. ჰოლტერის მეთოდით და ტრედმილზე დატვირთვის ტესტი
გერმანული ჰოსპიტალის მთავარი პრიორიტეტია მაღალი სტანდარტის სერვისი და უმაღლესი რანგის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც შედგება როგორც ქართველი, ასევე გერმანელი ექიმებისგან.