მეორადი ჰიპერტენზიის მქონე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მარტივი სკრინინგი
(ანამნეზი, გასინჯვა და რუტინული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტესტები)
მეორეულ ჰიპერტენზიაზე.
ფიზიკალური გასინჯვის ნიშნები, რომლის დროსაც ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი მეორეულ
ჰიპერტენზიაზე, შემდეგია:

 კუშინგის სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები;

 კანის
ნეოფიბრომატოზული წარმონაქმნები (ფეოქრომოციტომა);

 პალპაციით გამოვლენილი
გადიდებული თირკმელი (თირკმლის პოლიკისტოზი);

 აბდომინალური შუილი
(რენოვასკულური ჰიპერტენზია);

 აუსკულტაციით პრეკორდიული ან გულმკერდის
შუილი (აორტის კოარქტაცია, აორტის დაავადებები, ზედა კიდურის არტერიის
დაავადებები);

 დაგვიანებული და შესუსტებული პულსაცია ბარძაყის არტერიაზე,
დაბალი არტერიული წნევა ქვემო კიდურებზე - მხრის არტერიასთან შედარებით (აორტის
კოარქტაცია, აორტის დაავადებები, ქვედა კიდურის არტერიის დაავადებები);

არტერიული წნევის განსხვავებული ციფრები მარჯვენა და მარცხენა
კლინიკური ნიშნების და სიმპტომების საფუძველზე, მეორეულ ჰიპერტენზიაზე
დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს გადამისამართება
სპეციალისტთან.
ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყების შემდეგ სამიზნე წნევის მიღწევამდე
პაციენტთან შეხვედრებს შორის ინტერვალი შეიძლება იყოს 2 კვირა ან ნაკლები, როცა
პაციენტი დიაბეტით არის დაავადებული.
ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის შედეგად სამიზნე წნევის მიღწევის შემდეგ
პაციენტთან შეხვედრებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 3–6 თვე. აღნიშნულ ფარგლებში
უფრო ხშირი შეხვედრები საჭიროა მაშინ, როცა პაციენტი სახლში ვერ იზომავს წნევას
ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის შედეგად სამიზნე წნევის მიღწევის შემდეგ
პაციენტთან შეხვედრებს შორის ინტერვალი 1–6 თვე უნდა იყოს, თუ: პაციენტს აქვს
თირკმლების ქრონიკული დაავადება ,დიაბეტი, და/ან გულის უკმარისობა ,საჭიროა
გამოკვლევების ხშირი შემოწმება.
ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის შედეგად სამიზნე წნევის მიღწევის შემდეგ
პაციენტთან შეხვედრებს შორის ინტერვალი შეიძლება 6 თვეზე მეტი იყოს, თუ:
პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამიზნე წნევა სტაბილურად არის
მიღწეული და პაციენტი წარმატებით იყენებს არტერიული წნევის შინ გაზომვას და
კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებს ექიმთან ურთიერთობისათვის.
ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის შედეგად სამიზნე წნევის მიღწევის შემდეგ
პაციენტთან შეხვედრებს შორის ინტერვალი შეიძლება შემცირდეს, თუ იცვლება

მედიკამენტური მკურნალობის რეჟიმი, მათ შორის, როცა მცირდება 28 მედიკამენტის
დოზა ან საერთოდ წყდება მისი მიღება.
ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტურ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების
რისკფაქტორები და ორგანოების ასიმპტომური დაზიანება განმეორებით უნდა შეფასდეს
ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
პაციენტებს, რომელთაც უტარდებათ შეფასება და მკურნალობა ჰიპერტენზიის გამო,
უნდა მიეცეთ ცხოვრების სტილის ცვლილებასთან დაკავშირებული რჩევები საწყისი
შეფასებისას და შემდგომ გარკვეული პერიოდულობით.
რეკომენდებულია პაციენტის კვებითი ჩვევებისა და ფიზიკური აქტიურობის სტატუსის
გამოკითხვა, რადგანაც ჯანსაღი კვებისა და რეგულარული ვარჯიშის საშუალებით
შესაძლებელია სისხლის წნევის დაქვეითება. ცხოვრების სტილის ცვლილებასთან
დაკავშირებული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით რეკომენდებულია შესაბამისი
სახელმძღვანელო და აუდიო-ვიზუალური მასალის შეთავაზება.
რეკომენდებულია პაციენტის გამოკითხვა, ალკოჰოლის მოხმარების შესახებ და ჭარბი
მოხმარების შემთხვევაში რჩევა მისი შემცირების თაობაზე (არა უმეტეს 20–30 გრამი
ეთანოლისა დღეში მამაკაცებისთვის და 10-20 გრამისა ქალებისთვის).
რეკომენდებულია რჩევა-დარიგება ყავისა და კოფეინის შემცველი სხვა პროდუქტების
მოხმარების შემცირების შესახებ.
რეკომენდებულია რჩევა-დარიგების მიცემა პაციენტებისთვის სუფრის მარილის
შეზღუდვის შესახებ (5-6გ-მდე დღეში) მარილის რაოდენობის შემცირების ან მისი
ჩანაცვლების გზით.
რეკომენდებულია ყველა მწეველს მიეცეს რჩევა-დარიგება თამბაქოს მოწევის შეწყვეტის
შესახებ და გაეწიოს შესაბამისი დახმარება.რეკომენდებულია ხილის, ბოსტნეულისა და
ცხიმის დაბალი შემცველობის მქონე რძის პროდუქტების მოხმარება.უკუჩვენების
არარსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია სხეულის მასის შემცირება და
რეგულარული ვარჯიში, კერძოდ, სულ მცირე 30 წუთიანი ზომიერი ინტენსიობის
ფიზიკური დატვირთვა კვირაში 5-7 დღის განმავლობაში.
დასკვნა:პაციენტებს ვურჩევთ დროულად მიმართონ ექიმს შემდგომი ტაქტიკის
განსაზღვრისათვის. ასევე, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით; კერძოდ, გაზარდონ
ფიზიკური აქტივობა, შეამცირონ სუფრის მარილის მოხმარება, თავი დაანებონ თამბაქოს
აქტიურ მოხმარებას, შეზღუდონ ცხოველური ცხიმები და საკვებ რაციონში გაზარდონ
ხილისა და ბოსტნეულის შემცველობა, აკონტროლონ სისხლში შაქრისა და
ქოლესტერინის დონე.

გერმანული ჰოსპიტალი