მოზრდილებში პირველადი ჰიპერტენზიის მართვა მოიცავს არტერიული
ჰიპერტენზიის სკრინინგს,დიაგნოსტიკას, რისკის შეფასებას და მართვას. ჩვენი მიზანი
უნდა იყოს მოზრდილ პაციენტებში ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა და მართვა
როგორც ჰოსპიტალურ, ისე ამბულატორიულ დონეზე.
დღემდე ჩვენს ქვეყანაში არტერიული ჰიპერტენზიის მართვის სტანდარტად
გამოიყენება ჰიპერტენზიის მართვის ეროვნული გაიდლაინი, რომელიც შემუშავებული
იყო 2004 წლის JNC7-ისა და ევროპის ESC-ESH-ის 2003 წლის გაიდლაინების საფუძველზე
,მას შემდეგ მოხდა წ გაიდლაინის განახლება და წინამდებარე გაიდლაინის ძირითადი
განმასხვავებელი ასპექტები აქამდე არსებულისგან მოკლედ შეჯამებულია ქვემოთ:

არტერიული წნევის ბინაზე მონიტორირების მნიშვნელობისა და როლის ხაზგასმა,
როგორც წნევის ამბულატორიული მონიტორირების შემდეგ, ყველაზე პრიორიტეტული
მეთოდისა ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკასა და მართვაში.

 მტკიცებულებების განახლება ღამის წნევის, თეთრი ხალათის ჰიპერტენზიის და
შენიღბული ჰიპერტენზიის პროგნოზული ღირებულების შესახებ.
მტკიცებულებების განახლება არტერიული წნევის, გულ-სისხლძარღვთა
დაავადებების რისკის, სამიზნე ორგანოების ასიმპტომური დაზიანებისა და კლინიკური
გართულებების ინტეგრირების თაობაზე გსდ საერთო რისკის შეფასების მიზნით.

სამიზნე ორგანოების, მათ შორის გულის, სისხლძარღვების, თირკმელების, თვალისა
და ტვინის ასიმპტომური დაზიანების პროგნოზული მნიშვნელობა.

სამიზნე სისხლის წნევის მნიშვნელობა: <140-ზე , როგორც დაბალი, ისე მაღალი გსდ
რისკის მქონე პაციენტებში.

ორი მედიკამენტის კომბინაციის გადახედილი რეკომენდაციები (მაგ: აგფ
ინჰიბიტორისა და არბ-ს კომბინაციის გამოყენების უკუჩვენება, ბეტა ბლოკერისა და
თიაზიდური დიურეტიკის ნაკლები უპირატესობა აგფ ინჰიბიტორისა და კალციუმის
ანტაგონისტის კომბინაციასთან შედარებით).

 ახალი თერაპიული ალგორითმები სამიზნე წნევის მისაღწევად.

ხანდაზმულებში ჰიპერტენზიის მკურნალობის განახლებული რეკომენდაციები.

ყურადღების გამახვილება რეზისტენტულ ჰიპერტენზიასა და მკურნალობის ახალ
მიდგომებზე.

ყურადღების გამახვილება სამიზნე ორგანოების დაზიანების შეფასებასა და მათ
პრევენციაზე ორიენტირებულ მკურნალობაზე .

 განახლებული მიდგომა ჰიპერტენზიის როგორც ქრონიკული დაავადების მართვის
მიმართ.
ყველა პაციენტს საეჭვო ჰიპერტენზიით უნდა ჩაუტარდეს კლინიკური შეფასება სამიზნე
ორგანოების დაზიანების, გულსისხლძარღვთა დაავადების, შაქრიანი დიაბეტის ან
თირკმლის ქრონიკული დაავადების დადგენის მიზნით .
რეკომენდებულია ცხოვრების სტილთან დაკავშირებული ყველა იმ ფაქტორის
გადახედვა, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ჰიპერტენზიის განვითარებაში
და/ან გაზარდონ პაციენტის გსდ რისკი.
ჰიპერტენზიით დაავადებული ყველა პაციენტისთვის დიაგნოზის დადგენის შემდეგ
რეკომენდებულია: ჰემოგლობინი და/ან ჰემატოკრიტის განსაზღვრა , ,პლაზმაში
გლუკოზის, შრატში ელექტროლიტების, კრეატინინის, გლომერულური ფილტრაციის
სიჩქარის, საერთო ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების, LDL და HDL 24 ქოლესტეროლის
განსაზღვრის მიზნით.  თვალის ფსკერის გამოკვლევა ჰიპერტენზიული რეტინოპათიის
არსებობის დადგენის მიზნით.  12-განხრიანი ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის
ჩატარება.
ეკგ რეკომენდებულია ჰიპერტენზიით დაავადებულ ყველა პაციენტში მარცხენა
პარკუჭის ჰიპერტროფიის, მარცხენა წინაგულის დილატაციის, არითმიის ან თანმხლები
გულის დაავადების დადგენის მიზნით
ყველა პაციენტისთვის, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ან ფიზიკური გამოკვლევის
შედეგად არსებობს ეჭვი არითმიის არსებობაზე, რეკომენდებულია გრძელვადიანი ეკგ-
მონიტორინგი, ხოლო ფიზიკური დატვირთვით გამოწვეულ არითმიაზე ეჭვის
შემთხვევაში- აუცილებელია დატვირთვის სტრეს-ეკგ-ს საკითხის განხილვა
ექოკარდიოგრაფიული კვლევის საკითხის განხილვა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში,
როდესაც საჭიროა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის დაზუსტება, მარცხენა
პარკუჭის ჰიპერტროფიის, მარცხენა წინაგულის დილატაციის ან საეჭვო თანმხლები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დღოს.
ანამნეზის საფუძველზე მიოკარდიუმის იშემიაზე ეჭვის არსებობის დროს
რეკომენდებულია სტრეს-ეკგ კვლევის ჩატარება, ხოლო მისი დადებითი ან ორაზროვანი
შედეგის შემთხვევაში - რეკომენდებულია კორონაროგრაფიის ჩატარება.
თვალის ფსკერის გამოკვლევის საკითხი განხილული უნდა იქნეს რთულად
კონტროლირებადი ან რეზისტენტული ჰიპერტენზიის ყველა შემთხვევაში
კოგნიტიური ფუნქციების დარღვევის მქონე ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში
რეკომენდებულია თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი კვლევის ან
კომპიუტერული ტომოგრაფიის საკითხის განხილვა ტვინის ჩუმი ინფარქტების,
ლაკუნური ინფარქტების, მიკროსისხლჩაქცევების და ტვინის თეთრი ნივთიერების
დაზიანების დადგენის მიზნით.

გერმანული ჰოსპიტალი