რა არის D-დიმერი?
D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი, პატარა ზომის ცილის ფრაგმენტი, რომელიც ჩნდება სისხლში კოლტის ფიბრინოლიზით დაშლის შედეგად. D-დიმერის მომატება მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე.
რა შემთხვევაში კეთდება D-დიმერის ტესტი?
ანალიზის ასაღებად სპეციალური მომზადება არ არის საჭირო. ვიღებთ ვენურ სისხლს, რომლის ზუსტი რაოდენობა უნდა იქნეს ჩასხმული შესაბამის სინჯარაში.
1. ორგანიზმში თრომბის არსებობს გამოსარიცხად;
2. საშუალო და დაბალი რისკის მქონე პაციენტებში(თრომბის განვითარების თვალსაზრისით) პულმონური ემბოლიის და ღრმა ვენური თრომბოზის გამოსარიცხად;
3. DIC სინდრომის (დომინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია) დიაგნოსტიკისთვის, სხვა კოაგულაციურ ტესტებთან ერთად;
4. DIC სინდრომის მკურნალობის შესაფასებლად;
მომატებული D-დიმერი?
მომატებული D-დიმერი მიგვანიშნებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე.
D-დიმერი მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:
. ღრმა ვენური თრომბოზი
. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
. DIC სინდრომი
. აორტის განშრევება
. ღვიძლის კარის ვენის თრომბოზი
მომატებული D- დიმერი შეიძლება შეგვხვდეს ხანდაზმულებში, დადებითი რევმატოიდული ფაქტორის პაციენტებში, ორსულებში.
ანალიზი რეკომენდებულია კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისთვის (მნიშვნელობა არ აქვს სახლში მკურნალობთ თუ კლინიკაში) და განსაკუთრებით იმ პირებისათვის, ვინც თრომბოემბოლიის მაღალ რისკ- ჯგუფში შედიან.