ინტოქსიკაცია

გაინტერესებთ რა იწვევს  ყველაზე ხშირად ინტოქსიკაციას, რა სიმპოტები ახასიათებს და როგორ მოვიქცეთ როდესაც საქმე პატარებს ეხებათ! ამ თემაზე გვესაუბრება გერმანული ჰოსპიტალის მთავარი ტოქსიკოლოგი ოთარ რუსაძე.

რა შეიძლება გახდეს სოკოთი მოწამვლის მიზეზი და როგორ ამოვიცნოთ მოწამვლის ნიშნები?

თუ მედიკამენტოზურ ინტოქსიკაციას არ ახასიათებს სეზონურობა და ყველა სეზონზეა აქტუალური, მაგალითად სოკოს ახასიათებს სეზონურობა და აქტუალურია ზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც წვიმიანი და მზიანი ამინდების მონაცვლეობა ხდება. სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევები განსხვავებულია: ზოგიერთი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ზოგიერთი კუჭნაწლავის ტრაქტზე, ზოგიერთი არის ჰეპატოტოქსიური, ანუ იწვევს ღვიძლის უკმარისობას. რაც უფრო ხანმოკლეა ლატენტური პერიოდი, (პერიოდი საკვების მიღებიდან პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე) მით უფრო კეთილსაიმედოა პროგნოზი. თუ ადამიანმა მოწამვლის ნიშნები შენიშნა 1-3 საათში, მაშინ ეს არის ფსიქოტროპული და გასტროენტეროტროპული ეფექტის მქონე სოკო, 6 საათზე მეტი ლატენტური პერიოდის შემთხვევაში, უნდა ჩაითვალოს რომ საქმე გვაქვს მძიმე შემთხვევასთან და ეს შეიძლება იყოს ჰეპატოქსიური ეფექტის მქონე სოკო. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სტაციონარს. პირველადი დახმარება სახლის პირობებში შეიძლება მოხდეს კუჭის ამორეცხვით, თუ კი 3-4 საათი არის გასული მიღებიდან, მაშინ შესაძლებელია გამოვიყენოთ გამწმენდი ოყნაც. შემდეგ კი აუცილებელია სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.

რომელ მცენარეებს უნდა მოვერიდოთ და რა სახის შხამებს შეიცავენ ისინი?

მცენარეებში ყველაზე მეტად მოვერიდოთ ლენცოფას, ძაღლ-ყურძენასა და ლემას. ისინი ხშირად იწვევენ სმენით და მხედველობით ჰალუცინაციებს. ამ შემთხვევაში პირველადი დახმარებაა - დეკონტამინაცია (შხამის მოშორება).

რამდენად უსაფრთხოა მცენარეული წარმოშობის მედიკამენტების გამოყენება?

ყველა წამალი შხამია და ყველა შხამი წამალია, გააჩნია დოზირებას. აუცილებელია მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.

რა სიმპტომები ახასიათებს  ალკოჰოლით ინტოქსიკაციას?

ყველა შხამს და მედიკამენტს აქვს თავისი სამიზნე ორგანო და რა ორგანზეც მოქმედებს ის, იმ მხრივ იქნება ინტოქსიკაციის ნიშნები გამოვლენილი. ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ეს არის ალკოჰოლის რაოდენობის და კონცენტრაციის მიხედვით. დაწყებულ ზედაპირული თრობიდან დამთავრებული კომამდე. ყველაზე ხშირია ალკოჰოლთან პირველი შეხების გამოცდილება, არაყი და სპირტიანი, მაღალგრადუსიანი სასმელები.

რა სახის ინტოქსიკაციაა ყველაზე ხშირი ბავშვებში?

ბავშვებში აქტუალურია საყოფაცხოვრებო შხამებით ინტოქსიკაცია. (ტუტეები, მჟავეები, სახეხ-საწმენდი საშუალებები) ეს იწვევს ძლიერ ინტოქსიკაციას და საყლაპავის დამწვრობას, რამაც საბოლოოდ სპეციალიზირებული მკურნალობის გარეშე  შესაძლებელია მიიყვანოს ღრმა ინვალიდობამდე. ამ შემთხვევაში პირველადი დახმარება სახლის პირობებში არ არის რეკომენდირებული. კუჭის ამორეცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებულ შხამს ძლიერ განვაზავებთ, (ანუ მივიღებთ დიდი რაოდენობის სითხეს) რათა არ მივიღოთ ორმაგი დამწვრობა. დამწვრობის შედეგად საყლაპავი ვიწროვდება, რაც შემდგომში საკვების მიღების პრობლემებს იწვევს, ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ერთვებიან თორაკოქირურგები.

ასევე ხშირია ბავშვებში ჰიპოტენზიური, ანუ წნევის დამწევი პრეპარატებით ინტოქსიკაცია. თუ კი მოზრდილებში ეს ხდება სუიციდის მიზნით, ბავშვები მას იღებენ გაუთვიცნობიერებლად. ამ შემთხვევაში პირველადი დახმარება არის სასწრაფოდ კუჭის ამორეცხვა, რადგან მსგავს პრეპარატებს აქვთ სწრაფი ეფექტი, უმეტესი მათგანი პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან იწყებს შეწოვას. შემდეგ კი ბავშვი სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ. ჰიპოტენზიური ინტოქსიკაცია არჩევითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე და სუნთქვის ცენტრზე, რაც იწვევს სუნთქვის რითმის დარღვევას, მძიმე შემთხვევაში მის გაჩერებამდეც. 

გერმანული ჰოსპიტალი 24 საათის განმავლობაში მზად არის მიიღოს პაციენტები.

 ☎ დაგვიკავშირდით: 032 2 001 101

🌍 ჩვენი მისამართი: მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 45ა. 

💜 გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

გერმანული ჰოსპიტალი