გერმანულ ჰოსპიტალში ვიზიტის დროს, ონკოპაციენტი საჭირო კვლევებს კლინიკაშივე ჩაიტარებს, ხოლო კვლევის შედეგების უკვე არსებობის შემთხვევაში წარუდგენს ონკოლოგს. გერმანელი პროფესორების მოთხოვნითა და Reference Laboratory Synlab-ის დახმარებით ანალიზები გერმანიაში გადაიგზავნება. რადიოლოგიური კვლევები (კომპიტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) გერმანელი რადიოლოგების მიერ გაიშიფრება, მათი დასკვნა კი, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, ,,გერმანული ჰოსპიტალი”-ს ონკოლოგიური განყოფილების ბორდს წარედგინება. თითოეული ისტორიის ინდივიდუალურად განხილვის შემდეგ, პაციენტს ეცნობება საბოლოო გადაწყვეტილება და მოხდება მისი მეორე, მკურნალობის ეტაპზე, გადასვლა.
საერთაშორისო ონკოლოგიური განყოფილების ჩართულობით, პაციენტები საქართველოდან გამგზავრებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე, მიიღებენ გერმანული სტანდარტის შესაბამის მომსახურებას; გერმანელი კოლეგების მოთხოვნის გათვალისწინებით, დანიშნული მკურნალობა (ქიმიოთერაპია) ჩატარდება იმავე პრეპარატებით, რომელიც გამოიყენება გერმანიაში.
საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ ოპერაციას მსოფლიოს მასშტაბით ტოპ ათე-ულში მყოფი ონკოქირურგი ჰელმუტ ფრისი თავად ჩაატარებს.