"გერმანულ ჰოსპიტალ“-ში ონკოლოგური საბჭო "TUMOR BOARD" გერმანელი სპეციალისტებით დაკომპლექტდა.ევროპული სტანდარტების მიხედვით სიმსივნური პაციენტების შემთხვევაში ყველა ჩარევა თუ მკურნალობის მეთოდები განიხილება სპეციალური კონფერენციის ფარგლებში. მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებში უნიკალური სიმსივნური კონფერენცია ტარდება კვირაში რამდენჯერმე და მას ესწრებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები: შინაგანი მედიცინის, სამედიცინო ონკოლოგიის, რადიაციული თერაპიის, ბირთვული მედიცინის, პათოლოგიისა და ქირურგიის დეპარტამენტებიდან. ეს ნიშნავს, რომ პაციენტების მკურნალობის მეთოდების შემუშავება ხდება არა ცალკეული ექიმების ან განყოფილებების, არამედ ექსპერტთა ჯგუფის მიერ. კონსენსუსი, ექსპერტების ერთობლივი მოსაზრება ინახება თითოეული პაციენტისთვის ინოვაციურ საინფორმაციო სისტემაში და შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ დროს შემდგომი თერაპიისა და კონფერენციებისთვის.
გერმანულ მხარეს წარმოადგენენ: მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, მსოფლიოს მასშტაბით ტოპ ათეულში მყოფი ონკოქირურგი და დარგის ექსპერტი - ჰელმუტ ფრისი, რომელიც ოპერაციებს ჩაატარებს გერმანულ ჰოსპიტალში; ჰემატოლოგი, ონკოჰემატოლოგი და სიმსივნური ბიოლოგიის მკვლევარი - ქრისტიან პეშელი მკურნალობის პროცესს წარუძღვება; დირკ ჰემპელი - გენომის შესწავლის შედეგად, სამკურნალო პრეპარატების შერჩევასა და მკურნალობის წარმართვაში მიიღებს მონაწილეობას.
ქართული მხრიდან ჩართულნი იქნებიან გერმანული ჰოსპიტლის ექიმები:ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ქიმიოთერაპევტი - ქეთი
დათუნაშვილი ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოქირურგი და ლაპაროსკოპისტი - სპარტაკ გიორგაძე