გაგაცნობთ, გერმანული ჰოსპიტალის ამბულატორიისა და დიაგნოსტიკური მიმართულების ხელმძღვანელს ქალბატონ რუსა აბუთიძეს. მასთან საუბრისას შევეცადეთ, დაგვედგინა რა უპირატესობა აქვს გერმანულ სერვისს და რატომ უნდა მომართონ პაციენტებმა გერმანულ ჰოსპიტალს. ამ კითხვებით მივმართეთ მას და გაგვიზიარა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ ამბულატორიას აქვს უზარმაზარი რესურსი, კლინიკაში პრაქტიკულად ყველა ულტრათანამედროვე კვლევის ჩატარება არის შესაძლებელი, იმის გამო, რომ გერმანულ ჰოსპიტალს მჭიდრო კავშირი აქვს გერმანელ სპეციალისტებთან სერვისების ხარისხი მუდამ კონტროლის ქვეშაა. ასევე, როგორც თანამედროვე, მრავალპროფილურ კლინიკებში გერმანულ ჰოსპიტალშიც 21-ე საუკუნის გამოწვევებსაც იზიარებენ და სიახლეების დანერგვაზეც აქტიურად მიდის მუშაობა.
როდის გაიხსნა ამბულატორია და რა სერვისები მოქმედებს, რა მიმართულების ექიმებით არის თქვენი ამბულატორია დაკომპლექტებული?
ამბულატორია კლინიკის გახსნის დღიდან მოქმედებს, მაგრამ კორონავირუსის ტალღის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, განვაახლეთ ამბულატორიული სერვისები და დავამატეთ ბევრი სახეობის კვლევა. მომსახურება ფართო სპექტრისაა როგორიცაა: გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია, ზოგადი ქირურგია, ანგიოლოგია, რევმატოლოგია, პედიატრია, ოტოლარინგოლოგია, გასტროენტეოროლოგია, დერმატოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, უროლოგია, ალერგოლოგია.
ძირითადად რა სახის კონსულტაციებზე და კვლევებზეა მოთხოვნა?
მოთხოვნა ძირითადად ყველა მომსახურებაზე ერთნაირია, მაგრამ უფრო ხშირად მოგვმართავენ ენდოკრინოლოგიური, თერაპიული, ქირურგიული. პედიატრიული პაციენტები, ასევე მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე აქტიურია მოთხოვნა. მოგეხსნებათ კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით და მოქალაქეები ითხოვენ მაღალ სერვისს. მათ იციან, რომ ჩვენთან ვიზიტის შემდეგ მიიღებენ დროულ და ზუსტ დიაგნოზს.
რატომ უნდა გაიაროს კონსულტაცია პაციენტმა გერმანულ ჰოსპიტალში?
ამ კითხვაზე უსასრულოდ შესაძლებელია საუბარი, ამავდროულად ძალიან მარტივი და ლაკონური პასუხი არსებობს: აქ არის გერმანული სტანდარტის მომსახურება საქართველოში, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, კომფორტულ გარემოს და გერმანული ხარისხის დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ მომსახურებას.