გერმანულ ჰოსპიტალში გთავაზობთ ონკო-ჰემატოლოგიური და სისხლის სხვა დაავადებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მკურნალობას. ჩვენი მიზანია არ ჩამოვრჩეთ თანამედროვეობას, მუდმივად განვაახლოთ პაციენტთა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის არსებული რესურსები. აქ შესაბამისი გარემოა იმისათვის, რომ პაციენტმა მიიღოს მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების სამედიცინო დახმარება.
გთავაზობთ ინტერვიუს გერმანული ჰოსპიტალის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის კონსულტანტთან, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთან, პროფესორ მამია ზოდელავასთან.
ბატონო მამია როგორია დეპარტამენტის საქმიანობის მთავარი მიმართულება?
ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სისხლის სისტემის დაავადებების და სოლიდური სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. აქ შესაბამისი გარემოა იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების სამედიცინო მომსახურება. ჩვენი მიზანია დაავადებათა დიაგნოსტიკის და მკურნალობის არსებული რესურსების მუდმივი განახლება და განვითარება.
რა სახის მკურნალობა ტარდება თქვენს დეპარტამენტში?
დეპარტამენტში დანერგილია და ფართოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის უახლესი პროგრამები, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს ავადმყოფთა ამ უმძიმესი კატეგორიის, როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობას, ასევე მათი სიცოცხლის ხარისხს. უახლესი სამკურნალო პრეპარატების და პროტოკოლების საშუალებით შესაძლებელი გახდა ლეიკემიების, ლიმფომების და სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების წარმატებული მკურნალობა.
ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს. ის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, რომლის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ იშურებს ადამიანი. ჩვენი რეალური მიზანია ხელი შევუწყოთ პაციენტის გამოჯანმრთელებას და მათთვის მყარი ჯანმრთელობის კერის შექმნას, სადაც ისინი დაცულად და იმედიანად იგრძნობენ თავს.